ხარაგაულში ქუჩაში მყოფი ძაღლებისგან მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა.
2021 წელს, მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენილი ასზე მეტი მოქალაქე ხარაგაულის საავადმყოფოში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ხარაგაულის თვითმმართველობაში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირმა“ ხარაგაულის საკრებულოს ამ პრობლემის მოგვარების ხედვა წარუდგინა.
მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა თვითმმართველობისგან დაფუძნებული „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ვალდებულებაა.
საკრებულოს თამჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ამ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებისთვის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისთვის“ 2022 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 ათასი ლარი არასაკმარისია. ამიტომ საკრებულომ მერიისგან ამ მიმართულებით 6 ათასი ლარის დამატება მოითხოვა.
„არც ეს თანხა იქნება საკმარისი ყველა მიუსაფარი ძაღლის კასტრაცია-სტერილიზაციისთვის, – ამბობს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი ბესიკ კვირიკაშვილი, – ერთი ძაღლის გადაყვანა და მომსახურება 165 ლარი ღირს. ხარაგაულში სოფლებიდან ძაღლები თითქმის ყოველ დღე ჩამოჰყავთ.
ჩემი აზრით, გამოსავალი რეგიონალური თავშესაფრის მოწყობა იქნება“.
„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ წარმომადგენლის, შალვა ჩხეიძის აზრით, რომელიც შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა, მთავარი პრობლემაა ის, რომ სოფლებში ძაღლები დაუგეგმავად მრავლდებიან.
ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია, ქუჩის მიუსაფარი ძაღლების გარდა, მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია. მნიშვნელოვანია ქუჩაში მყოფი ძაღლების გამოკვება, რომ ისინი აგრესიულები აღარ იყვნენ.
შალვა ჩხეიძის თქმით, მათ მოიძიეს სპეციალისტები, რომლებიც ხარაგაულში ადგილზე პერიოდულად ჩამოვლენ და ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციას განახორციელებენ. ერთი ძაღლისთვის შესაბამისი ოპერაციის ჩატარება დაახლოებით 130 ლარი დაჯდება.
საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, შესაძლოა, უფრო იაფი მომსახურება ადგილობრივმა გადამზადებულმა ვეტერინარებმა გასწიონ.
ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის საჭირო შესაბამისი ფართის გამოყოფა-მოწყობა მერიას დაევალება.
მეორე პრობლემა ქუჩაში მყოფი ძაღლების გამოკვებაა. უნდა შეირჩეს დ. ხარაგაულის ტერიტორიაზე ორი ადგილი მაინც, სადაც განთავსდება კვების სპეციალური კონტეინერები, რომელიც „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“ უკვე აქვს.
ხარაგაულის საკრებულოში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ მსჯელობა ისევ გაგრძელდება. მანანა ბარბაქაძის თქმით, გაიზიარებენ ამ კუთხით სხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკასაც.
ამავე თემაზე:
კასტრაცია-სტერილიზაციის შემდეგ მიუსაფარი ძაღლების ქუჩაში დაბრუნება გამოსავალი არ არის
საფრთხედ ქცეული მიუსაფარი ძაღლები ხარაგაულის ქუჩებში
მშიერი და გაავებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება
ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზარდა
„მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი უნდა მოეწყოს“ – პრობლემა ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი