ხარაგაულის ქუჩებში მიუსაფარი, მშიერი და აგრესიული ძაღლებისგან მოსახლეობა შეწუხებულია.
„ხარაგაულის საავადმყოფოში ყოველ თვეში ცოფის საწინააღმდეგო აცრას ძაღლებისგან დაკბენილი ათამდე მოქალაქე იკეთებს, – ამბობს ექთანი ლია გიორგაძე, – 2021 წელს ასზე მეტ პირს ჩავუტარე ანტირაბიული აცრები. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ოჯახის ძაღლებმა დაკბინეს“.
თამთა გოგოლაძე ძაღლმა ხარაგაულის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკბინა.
„ძაღლი ძალიან აგრესიული იყო, – ამბობს თამთა, – თან აცრის დამადასტურებელი სპეციალური ნიშანი არ ეკეთა. ცოფის საწინააღმდეგო ორი აცრა უკვე ჩავიტარე. ვეტექიმი მეუბნება, რომ თუ ძაღლი ვერ მოძებნეს, კიდევ სამი აცრა დამჭირდება“.
ხარაგაულიდან მიუსაფარი ძაღლების ასაცრელად და კასტრაციისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ ვალდებულებაა.
„2021 წელს ამ მიზნით 10 400 ლარი გამოგვეყო, – ამბობს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ გაერთიანების დირექტორი ბესო კვირიკაშვილი, – ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ მიუსაფარი ძაღლების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანაზე. 40 ძაღლი უკვე გადაიყვანეს, 33 ძაღლს ნოემბრის ბოლომდე წაიყვანენ.
შესაბამისი აცრების შემდეგ ძაღლებს ისევ ხარაგაულში აბრუნებენ, აცრილები ნაკლებად აგრესიულები არიან“.
გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო.
„გეთანხმებით, რომ მიუსაფარი ძაღლები ხარაგაულში სერიოზული პრობლემაა , – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ეს საკითხი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აწუხებთ და იმერეთში რეგიონული თავშესაფრის მოწყობა განიხილება. კონკრეტულად როდის განხორციელდება ეს პროექტი, ვერ გეტყვით“.
„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირმა“ ხარაგაულის საკრებულოს მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების ხედვა წარუდგინა.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის წევრებთან, ვეტექიმებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მსჯელობას ორშაბათს, 22 ნოემბერს, ბიუროს სხდომის შემდეგ დაიწყებენ.
მანანა ბარბაქაძის თქმით, 2022 წლის ბიუჯეტში უნდა გაიზარდოს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დაფინანსება მიუსაფარი ძაღლების ასაცრელად და კასტრაციისთვის.
ამავე თემაზე:
კასტრაცია-სტერილიზაციის შემდეგ მიუსაფარი ძაღლების ქუჩაში დაბრუნება გამოსავალი არ არის
საფრთხედ ქცეული მიუსაფარი ძაღლები ხარაგაულის ქუჩებში
მშიერი და გაავებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება
ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზარდა
„მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი უნდა მოეწყოს“ – პრობლემა ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი