

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის შემთხვევაში, უწყება საქართველოში წყლის ტარიფის გადახედვასა და ახალი ტარიფის დადგენაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ნარმანიამ მედიასთან Energy Expo-ზე ისაუბრა.
კითხვაზე, რამდენად ხედავს დავით ნარმანია ტარიფის გადახედვის საჭიროებას იმ რეგიონებში, სადაც წყლის მიწოდება ჯერ ისევ პრობლემაა, სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ასეთ დასახლებებში მოსახლეობას გადასახადი ისედაც არ აქვს.
„იქ, სადაც წყალი არ არის, მრიცხველი არ ტრიალებს, შესაბამისად, ქვითარიც არ მიუვა მომხმარებელს და არაფერს არ გადაიხდის. იქ, სადაც წყალმომარაგების სისტემა უკვე მოწესრიგდა, სადაც ასობით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა სახელმწიფომ, მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ საოპერაციო ხარჯებს მაინც ფარავდეს წყლის ტარიფი.
წყლის ტარიფი დადგენილი არის საკმაოდ დიდი ხნის წინ და არ ყოფილა მისი გადახედვა, რევიზია.
თუ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სემეკს წარმოადგენს დადგენილი წესის შესაბამისად განაცხადს, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, რომ ეს განაცხადი განვიხილოთ და დავადგინოთ შესაბამისი ტარიფი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყალმომარაგების კომპანიის რეფორმირებისა და 2027 წლისთვის ახალი ტარიფების ამოქმედებაზე პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი მომდევნო წელს შევა.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის შემთხვევაში, უწყება საქართველოში წყლის ტარიფის გადახედვასა და ახალი ტარიფის დადგენაში მიიღებს მონაწილეობას. ამის […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის