

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
შეშის შეძენა ოჯახებს 1000-დან 1500 ლარამდე უჯდებათ, რადგან საშეშე მერქანი მათი საცხოვრებელი ადგილებიდან საკმაოდ დაშორებულ ტყეკაფებშია მობეჭდილი. მაღალგამავლიანი ავტომანქანისა და მუშახელის დაქირავება, საწვავის შეძენა, ძვირი ჯდება.
„ტყეკაფები საცხოვრებელ სახლებს, წლების განმავლობაში, თანდათან შორდება, – ამბობს ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი გიორგი ბახტიძე, – ამის ერთ-ერთი მიზეზი, ხე-ტყის უკანონო მოპოვებაცაა. უკანონო ჭრების გამოსავლენად სატყეო უბნის მეტყევეები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და პოლიცია მუშაობს.
ძნელადმისადგომ ტყეკაფებამდე შარშან, 2024 წელს, სატყეომ თავისი ხარჯებით გზა შეიყვანა ზარანის მიმართულებით, წელს ღორეშა-კვადოურის მიმართულებით“.
რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საშეშე მერქნით მომარაგების კუთხით, – გიორგი ბახტიძე გვპასუხობს:
– 2025-2026 წლის თბობის სეზონისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტყეკაფებში ამ მომენტისთვის 4 840 კვბ საშეშე მერქანია მობეჭდილი. უახლოეს დღეებში კიდევ 200-300 კბმ დაემატება.
საბიუჯეტო ორგანიზაციები – სკოლები, საბავშვო ბაღები და რამდენიმე მუნიციპალური სამსახური შეშით უკვე მოვამარაგეთ. ამ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჯამში 1 000 კბმ-ზე მეტი შეშა სჭირდებათ. მათთვის საშეშე მერქნის ნაწილი თეთრაწყაროს „საქმიანი ეზოდან“ გავეცით, ნაწილი – ზესტაფონისა და ლეჩხუმის სატყეო უბნებიდან.
თეთრაწყაროში „საქმიანი ეზო“ უკვე მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, შეშას მოსახლეობისთვის ვერ გავცემთ, რადგან იმ ოდენობის საშეშე მერქანი არ გვაქვს, რომ მოსახლეობასაც ეყოს და საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ „საქმიანი ეზოების“ მოსამარაგებლად სამასალე და საშეშე მერქნის დამზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. მომავალი, 2026 წლიდან, „საქმიანი ეზოების“ სრული დატვირთვით ამოქმედება იგეგმება.
ხე-ტყის დამზადების ბარათის ასაღებად მოქალაქემ თანხა „ლიბერთი ბანკში“ უნდა გადაიხადოს. ამ ბარათის მოქმედების ვადა სამი თვეა და მასზე დატანილია ტყეკაფზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი. ერთ ოჯახს 7 კბმ შეშის მოპოვების უფლება აქვს. ერთ კბმ რცხილისა და წიფელის საშეშე მერქნის ბარათისთვის 6 ლარია გადასახდელი, მუხის საშეშე მერქნისთვის – 7 ლარი, ხოლო რთხმელის საშეშე მერქნისთვის – 5 ლარი.
ბანკში ხე-ტყის დამზადების ბარათის აღების შემდეგ მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს მეტყევეს, რომელიც განუსაზღვრავს მის საცხოვრებელ სახლთან ახლოსმდებარე ტყეკაფს. შეშის დამზადების შემდეგ მეტყევე ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის მისი წარმოშობის დოკუმენტს გამოგიწერთ. საშეშე მერქანი ტყიდან ამ დოკუმენტის გამოწერიდან 12 საათის განმავლობაში უნდა გაიტანოთ.
გთავაზობთ ხარაგაულში მოქმედი სატყეო უბნის მცველთა ტელეფონის ნომრებს:
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს. შეშის შეძენა ოჯახებს 1000-დან 1500 ლარამდე უჯდებათ, რადგან საშეშე მერქანი მათი საცხოვრებელი […]
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის