

ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორმა ანუშკა ჩხეიძემ „MArteLive Europe 2021“-ის ფინალის საგზური მოიპოვა.
ამ საერთაშორისო კონკურსის ფინალი დეკემბერში, რომში გაიმართება.
„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, – ამბობს ანუშკა ჩხეიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – დეკემბერში შესაძლებლობა მექნება, რომ რომში ფესტივალზე დავუკრა. ასეთ კონკურსებზე გვაკვირდებიან და შემდეგ სამსახურს გვთავაზობენ.
ასე რომ, ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის ფინალისტობა ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვება, აღიარება, ახალი მიზნების დასახვისა და განხორციელების შესაძლებლობაა“.
ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი MArteLive Europe ოცი წელია 16 მხატვრულ დისციპლინაში ტარდება – მუსიკა, Dj და პროდიუსერი, თეატრი, ცეკვა, თანამედროვე ცირკი, ლიტერატურა, ხატვა და ხაზვა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, ციფრული ილუსტრაცია, Street-Art, მოდის დიზაინი, ხელნაკეთი ნივთები, მოკლე ფილმები, მუსიკალური ვიდეო, ვიდეო ხელოვნება.
ფოტოზე: ანუშკა ჩხეიძე მარჯვნიდან მეორე საერთასორისო ფესტივალის ნახევარფინალისტებთან ერთად ვილნიუსში
ასევე დაგაინტერესებთ
ანუშკა ჩხეიძე საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია
ანუშკა ჩხეიძე – „მუსიკალურ“ სტერეოტიპებთან ბრძოლაში გამარჯვებული
ანუშკა ჩხეიძე ჰოლანდიურ ფესტივალ ESNS 2021-ზე დაუკრავს
ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ლაურეატია
ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ნომინანტია
ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის შესაძლებლობები ამოუწურავია
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში