Eurosonic Noorderslag ერთ-ერთი დიდი მუსიკალური გამოფენა-ფესტივალია, რომლის მიზანი ევროპულ სცენაზე მუსიკის გაცვლა და ახალი არტისტების აღმოჩენაა.
ფესტივალის გახსნის პირველ დღეს, 13 იანვარს, ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე შეასრულებს კომპოზიციებს სადებიუტო ალბომიდან halfe, ასევე ახალ კომპოზიციებს, რომელიც მან სპეციალურად Eurosonic 2021-სთვის შექმნა.
„ძალიან გახარებული ვარ. ამ ფესტივალზე მიწვევას არ ველოდი, – ამბობს ანუშკა ჩხეიძე, – ჩემს ლეიბლს – CES Records-ს მოუვიდა იმეილი ფესტივალში მონაწილეობის შესახებ. ფესტივალის ორგანიზატორებს ჩემი ალბომი halfe უნახავთ და დაინტერესდნენ.
პანდემიამ ხელი შეგვიშალა და ფესტივალი ციფრული ფორმატით ჩატარდება.
ფესტივალში – ESNS 2021 – მონაწილეობა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ წინ ბევრი საინტერესო სიახლე მელოდება. ვაშინგტონში ცნობილ და პოპულარულ რადიოში – KEXP ჩემს მუსიკალურ ნაწარმოებებს ხშირად გაუშვებენ.
მოკლედ თითებს ვაჯვარედინებ და მადლობას ვამბობ, სხვა არაფერი“.
წარმატებებს ვუსურვებთ ანუშკა ჩხეიძეს.
ახლახან ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი გახდა.
ნინო კაპანაძე
მოუსმინეთ კომპოზიციას ალბომიდან halfie
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,