„Halfie“ (ჰალფი) ამ სახელწოდებით გამოვიდა ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის პირველი ალბომი.
„ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ ალბომი, ის ჩემს გონებაში ცოცხალი პერსონაჟია, რომელიც თითოეულ ადამიანში ცხოვრობს და მის ყველაზე გულწრფელ ნაწილს წარმოადგენს. ალბომზე კორონავირუსის პანდემიის დროს ვიმუშავე და ახლა გავუშვი, რომ თავისი გზა იპოვნოს,“ – ამბობს ანუშკა ჩხეიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში.
ელექტრონული მუსიკის შექმნა ანუშკამ 19 წლის ასაკში, მას შემდეგ დაიწყო, რაც კრეატიული განათლების სტუდიაში პროგრამირებას დაეუფლა.
„ვიპოვნე ის, რისი კეთებაც მიყვარს – ამბობს ანუშკა, – როცა პროგრამაში მუსიკის წერა დავიწყე, ელექტრონულ მუსიკაში არც თუ ისე კარგად ვერკვეოდი. ჩამოყალიბებული სტილიც არ მაქვს, მუდმივად ძიებაში ვარ.
ქართული კლუბური ცხოვრება და მსმენელი საკმაოდ საინტერესოა. მსმენელს დღეს უკვე ბევრი ინფორმაცია აქვს ელექტრონულ მუსიკაზე. პირადად ჩემთვის გამოცდილება პრაქტიკას მოაქვს და არა თეორიულ მასალას“.
მუსიკალური მიმომხილველი ლაშა გაბუნია მიიჩნევს, რომ ანუშკა ჩხეიძის ალბომი საუკეთესო შენაძენია ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.
„ანუშკა ჩხეიძის საოცრად კარგი ალბომი გამოვიდა და მუსიკალურ პლატფორმებზე დაიდო, – ამბობს ლაშა გაბუნია, – მოსმენა რომ დავიწყე, მთლიანად ჩამითრია, არც ერთი ტრეკი არ გადამიხვევია. ელექტრონული მუსიკა ვისაც უყვარს, ძალიან მოეწონება. ყველა კომპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება და საერთო ჯამში, ძალიან მრავალფეროვანი და მიმზიდველი, საკმაოდ ღრმა ალბომი გამოვიდა. ანუშკა ჩხეიძის მუსიკა პირველად Sleepers Poets Scientists-ის ვინილზე მოვუსმინე და ძალიან მომეწონა. მოკლედ, ალბომი „Halfie“ ძალიან მესიამოვნა ამ გაგანია კარანტინის დროს და თქვენც გირჩევთ“.
„Halfie“ CES Records-მა გამოსცა. 300 ფირფიტა ხელმისაწვდომია ონლაინმაღაზიებში. ასევე მთელს მსოფლიოში პოპულარულ პლატფორმებზე – Spotify, Bandcamp, Apple music.
-მუსიკის წერისთვის ჩემთვის კომფორტის ზონაა ხარაგაული. ყველაზე კარგად ხარაგაულში, ზაფხულში, ღია სივრცეში ვმუშაობ, – ამბობს ანუშკა ინტერვიუში, რომელიც მასთან „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებმა ჩაწერეს.
წარმატებებს ვუსურვებთ ანუშკა ჩხეიძეს.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,