
კონკურსი „MArteLive Europe 2021“ ხელოვნების 16 დარგში საუკეთესო ახალგაზრდა ხელოვანების გამოსავლენად ტარდება.
ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე ამ კონკურსში წელს პირველად ჩაერთო.
„მონაწილეები ჩვენგან გაგზავნილი აპლიკაციების მიხედვით ონლაინ შეგვარჩიეს, – ამბობს ანუშკა ჩხეიძე – ნახევარფინალის ჩატარება ვილნიუსში ივნისის ბოლოს იგეგმება. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, ნახევარფინალიც ონლაინ გაიმართოს. ფინალური შოუ იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება.
ეს კონკურსი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომ გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები და გავიცნო ელექტრონული მუსიკის მსოფლიო პროფესიონალები“.
კონკურსი MArteLive Europe ოცი წელია, 16 მხატვრულ დისციპლინაში ტარდება – მუსიკა, Dj და პროდიუსერი, თეატრი, ცეკვა, თანამედროვე ცირკი, ლიტერატურა, ხატვა და ხაზვა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, ციფრული ილუსტრაცია, Street-Art, მოდის დიზაინი, ხელნაკეთი ნივთები, მოკლე ფილმები, მუსიკალური ვიდეო, ვიდეო ხელოვნება.
ეს კონკურსი ევროკავშირის პროგრამის „კრეატიული ევროპის“ მხარდაჭერით ტარდება.
წარმატებებს ვუსურვებთ ანუშკა ჩხეიძეს.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
ანუშკა ჩხეიძე – „მუსიკალურ“ სტერეოტიპებთან ბრძოლაში გამარჯვებული
ანუშკა ჩხეიძე ჰოლანდიურ ფესტივალ ESNS 2021-ზე დაუკრავს
ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ლაურეატია
ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ნომინანტია
ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის შესაძლებლობები ამოუწურავია
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად