

23 წლის ანუშკა ჩხეიძე მეოთხე წელია, ელექტრონულ მუსიკას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ელექტრონულ მუსიკაში, ძირითადად, კაცები ჭარბობენ, საქართველოში ამ მხრივ არც თუ ისე ცოტა გოგოს შეხვდებით.
ანუშკა ჩხეიძე ერთ-ერთია ელექტრონული მუსიკის შემქმნელი იმ 9 ქალი მუსიკოსიდან, ვისი შემოქმედებაც CES RECORDS-ის მიერ გამოშვებულ ფირფიტაში მოხვდა. თუმცა რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ანუშკას და სხვა ქალ მუსიკოსებს „მუსიკალურ“ სტერეოტიპებთან ბრძოლა არ უწევთ.
ანუშკას პირადი გამოცდილება უცნაურ „კომპლიმენტებს“ მოიცავს: „ჩემთვის უთქვამთ, გოგოებში ყველაზე კარგი ხარო, ან მოუწერიათ, საერთოდ არ მეგონე, ამ მუსიკას ვინც წერდა, გოგო რომ იყავიო…ალბათ, ამას უფრო აკავშირებენ ხოლმე ფიზიკასთან და ტექნოლოგიებთან. რეალურად, ამის გამო სფეროში გოგოებმა შეიძლება მართლა უკან დაიხიონ, რადგან ასე შთააგონებენ, რომ „ფიზიკა და ტექნიკური საგნები“ უფრო კაცებისაა“.
თავისი სადებიუტო ალბომით – „Halfie“ ანუშკა ჩხეიძე ევროპის დამოუკიდებელ მუსიკალურ კომპანიათა ასოციაციამ 2020 წლის საუკეთესო 25 შემსრულებელს შორის დაასახელა. წელს უკვე მეორე ალბომი „Move 20-21” გამოუშვა, რომლის ვიდეოებზეც ათმა სხვადასხვა ვიზუალურმა არტისტმა იმუშავა.
ასევე დაგაინტერესებთ
ანუშკა ჩხეიძე ჰოლანდიურ ფესტივალ ESNS 2021-ზე დაუკრავს
ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ლაურეატია
ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ნომინანტია
ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის შესაძლებლობები ამოუწურავია
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის