ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე „წინანდლის პრემიის“ ნომინანტი გახდა.
დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი გამოავლინა.
ეს დარგებია – თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მუსიკალური ხელოვნება. სწორედ მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი ნომინანტია ანუშკა ჩხეიძე.
„საკონკურსოდ წარვადგინე ჩემი სადებიუტო ალბომი Halfie, რომელიც 24 აპრილს ვინილზე გამოვეცი. ალბომი 8 ტრეკისგან შედგება და ელექტრონული ჟღერადობისაა. აქამდე თითქმის სულ კლასიკური მუსიკის დარგში ირჩევდნენ ნომინანტებს – პიანისტებს, დირიჟორებს და ა.შ. წელს საკონკურსო მასალები ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორებისგანაც მიიღეს. ძალიან გახარებული ვარ“, – ამბობს ანუშკა ჩხეიძე.
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია“. სწორედ ამიტომ პრემია ზურაბ ჟვანიას სახელობისაა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,