კორონავირუსის პანდემიამ ოჯახის ექიმის მნიშვნელობა მეტად გამოკვეთა.

საშუალო სიმძიმისა და შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, ბინაზე მკურნალობენ.

„გრიპის სიმპტომების მქონე პაციენტები რომ მირეკავდნენ, თუ გამოკითხვით ეჭვს კორონავირუსზე მივიტანდი, მაშინვე ტესტის გასაკეთებლად ვაგზავნიდი, – ამბობს ღორეშის ამბულატორიის ექიმი ირმა კელენჯერიძე, – უფრო მეტად შეშინებული პაციენტების დამშვიდება მიწევდა. ღორეშასა და სარგვეშში ვირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევა არ ყოფილა.

კორონავირუსით ინფიცირებული სარგვეშში მცხოვრები ერთი ქალბატონი თავად გადავიყვანე ზესტაფონში ფერომედის საავადმყოფოში. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მისი მეთვალყურეობა ბინაზე გავარგძელე – ყოველდღე ვუკავშირდებოდი და რჩევებს ვაძლევდი.

ოჯახის ექიმის საქმიანობაზე ხელშეწყობა რომ აუცილებელია, ეს პანდემიის დროს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. პირველადი ჯანდაცვის რგოლს მეტი ხელშეწყობა სჭირდება“.

ირმა კელენჯერიძე ღორეშაში კვირაში ერთ დღეს – ოთხშაბათობით მიდის. ღორეშის გარდა ის სარგვეშის თემში შემავალი სოფლების – სარგვეშის, საბის, ხორითისა და მიროწმინდის ოჯახის ექიმია.

„ჩემთვის ტრანსპორტირება ყველაზე დიდი პრობლემაა, – ამბობს ირმა ექიმი, ზესტაფონში ვცხოვრობ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღორეშაში დილით მოდის. ღორეშიდან წამოსვლა ძალიან მიჭირს. სარგევშში, ფაქტობრივად, ვერ მივდივარ. სარგვეშის თემში მერის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უახლოეს დღეებში სარგვეშსა და საბეში მანქანით მიმიყვანს. მოსახლეობა პირველად სამედიცინო მომსახურებას ითხოვს“.

ირმა კელენჯერიძე ამბობს, რომ ღორეშის ამბულატორიის ინფრაქტრუქტურა მოსაწესრიგებელია. დაზიანებულია ყველა ჩამრთველი. ამიტომ ის ელექტროენერგიით ვერ სარგებლობს.

„სოფლის ექიმების საქმიანობაში პრობლემები ბევრია, – ამბობს ირმა ექიმი, პაციენტებს ამბულატორიამდე მოსვლა უჭირთ. მეც ვერ მივდივარ მათთან, თუ პაციენტის ოჯახში ვინმეს ავტომანქანა არ ჰყავს და თავად არ მომაკითხა. ჯანდაცვის სამინისტროსგან ოჯახის ექიმებს მეტი ყურადღება გვჭირდება“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:

უწყლობა, დაზიანებული შენობები და შემოუღობავი ეზოები – სოფლის ექიმების გასაჭირი ხარაგაულში

შეზღუდვა, რომელმაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემა შეუქმნა

კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი

სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა, – ამბობს ია პაქსაშვილი

სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს

თუ თქვენ სოფლის ექიმთან დაკავშირება დაგჭირდათ

სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი

სოფლის ექიმებსაც უჭირთ და მათ პაციენტებსაც