კორონავირუსის პანდემიის გამო, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ოჯახის ექიმები ერთმანეთს, ფაქტობრივად, ვეღარ ხვდებიან.
საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებულებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის ამბულატორიის ექიმი მაია ნებიერიძე, ძირითადად, ბინაზე, სატელეფონო კონსულტაციით მკურნალობს. პროტოკოლის თანახმად, პაციენტებს ტელეფონით უკავშირდება. ოჯახში პაციენტის მონახულება კიდეც რომ სურდეს, შესაბამისი ეკიპირება არ აქვს.
ლაშეში 40 ინფიცირებულიდან სტაციონარში გადაყვანა ხუთ პაციენტს დასჭირდა.
– ზედა ლაშე კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა, – ამბობს მაია ნებიერიძე, – ამჟამად სოფელში ექვსი ინფიცირებულია. სერიოზულ პრობლემას აწყდებიან ოჯახები, რომლებიც იზოლაციაში არიან. მათ არც წამლის, არც საჭმლის მიმტანი არ ჰყავთ. თავად გარეთ არ უნდა გავიდნენ. ვინ ზრუნავს ამ დროს ამ ადამიანებზე?! რა ქნან, როგორ მოიქცენ?!
სოფლის პირობებში რთულია ოჯახის წევრების იზოლაცია. ინფიცირებული ცალკე ოთახში უნდა მოთავსდეს, ცალკე სველი წერტილით უნდა სარგებლობდეს.
ჩემი რჩევაა, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში გადავიდეთ იზოლაციაში. დავიცვათ ჰიგიენა და ვატაროთ პირბადე. ხშირად ტრანსპორტში ამოდიან და პირბადე ან ნიკაპზე უკეთიათ, ან ხელზე. პირბადე ნამდვილად გვიცავს ვირუსისგან.
ჩვენ არ ვიცით, რა პრობლემებს დაგვიტოვებს კოვიდინფექცია ორგანიზმში. კოვიდგადატანილების უმრავლესობა სისუსტეს და შრომის უნარის დაქვეითებას უჩივის.
ამიტომ ერთმანეთი რეკომენდაციების ზუსტი დაცვით უნდა გადავარჩინოთ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
შეზღუდვა, რომელმაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემა შეუქმნა
კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი
სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა, – ამბობს ია პაქსაშვილი
სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის