„მსოფლიოში ვაქცინაციის კულტურის დამკვიდრებაში საქართველოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ვოლტერი, როდესაც საფრანგეთის პარლამენტმა ყვავილზე აცრა აკრძალა, ფრანგებს მოუწოდებდა, რომ მიებაძათ კავკასიელებისთვის, კერძოდ ქართველებისთვის და აეცრათ, – „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა– ერეკლე მეფემ სამეფო კარზე მყოფ კათოლიკე ბერებს ნება დართო, რომ მისი ვაჟი  იულონი აეცრათ. ასე უწყობდა პროგრესული სამეფო კარი ხელს იმდროინდელ სამედიცინო მიღწევებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა აუცილებელია.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია? თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ ეს ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობაა, – საზოგადოების 60%-ის აცრის შემთხვევაში გაჩნდება იმუნიტეტი და ინფექცია აღმოიფხვრება.

„ინფექცია საზოგადოებრივი დაავადება, ვაქცინაცია კი – საზოგადოებრივი სიკეთე, – ამბობს თენგიზ ვერულავა, – პერსონალური დაავადებებისგან განსხვავებით, ინფექცია სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ არის აუცილებელი მოსახლეობის სწორი ინფორმირება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უფრო ნეგატიური დამოკიდებულებაა ვაქცინაციისადმი.

საქართველოში რომ ძველი დროიდან იცრიდნენ, ამას ისტორიული დოკუმენტები გვამცნობს. გვარი ხარისჭირაშვილი უწოდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ყვავილით დაავადებული ხარისგან ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს.

საქართველოში ფართოდ იყენებდნენ ასევე ვარიოლაციის მეთოდს – ერთი ადამიანიდან მეორეზე ნატურალური ყვავილით აცრას. ყვავილმა მსოფლიოში 500 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ის, საბოლოოდ, მასობრივი ვაქცინაციით 1980 წელს დამარცხდა. მასობრივი ვაქცინაციის წყალობით საქართველო დღეს პოლიომიელიტისგან თავისუფალი ქვეყანაა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კოვიდისგან თავისუფალი ქვეყანა გავხდეთ.

ქართველებს ვაქცინაციის გამოცდილების საუკეთესო მაგალითები გვაქვს“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:

სულისშემხუთველი შეზღუდვებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია

რეკომენდაციების დაცვით, საქართველო შემოდგომაზე კოვიდისაგან თავისუფალი ქვეყანა გახდება – გოჩა გიორგიძე

იმერეთში ერთ-ერთი პირველები ჩემი ოჯახის წევრები აიცრენ – გოჩა გიორგიძე

ვაქცინაციის შედეგად გარანტია გვაქვს, რომ კორონავირუსისგან არავინ დაიღუპება – აკაკი ზოიძე

„ჯერჯერობით, ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ერთადერთი საშუალებაა“ – თენგიზ ვერულავა

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დროულად და წარმატებით ჩატარება – ზვიად კირტავა

ვაქცინაცია ვირუსგადატანილებსაც სჭირდებათ – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

ვაქცინაციით გამოწვეული გართულებებით არ დაფიქსირებულა ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა – აკაკი ზოიძე