
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ახალციხელი მედდის გარდაცვალებიდან
რამდენიმე დღეში კორონავირუსზე, ასტრაზენეკას ვაქცინით, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა აიცრა. ბატონმა თენგიზმა ვაქცინაციის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელით გაავრცელა.
რის საფუძველზე ჩათვალა მან, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია უსაფრთხოა, – ამ შეკითხვით თენგიზ ვერულავას მივმართეთ.
– გართულებები და ალერგიული რეაქციები, შესაძლოა, ნებისმიერ მედიკამენტს მოჰყვეს, – განმარტავს თენგიზ ვერულავა, – ამ დროს მთავარია, როგორ მართავ პროცესს. მნიშვნელოვანია პროტოკოლის დაცვა – აუცილებელია აცრის ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი, შესაბამისი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და დროული რეაგირება.
მონაცემებს რომ გადავხედე, ასტრაზენეკას ისეთივე გართულებები აქვს, როგორც ფაიზერს. ვაქცინაციამ საქართველოში დაიგვიანა. ძლივს ვაქცინამ ჩამოაღწია და ახლა აცრაზე უარის თქმა არ შეიძლება. კვლევებმა დაადასტურა, რომ ასტრაზენეკა 80%-ით ეფექტურია.
მე, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს, მომეცა შესაძლებლობა, რომ აცრა გამეკეთებინა და უარს რატომ ვიტყოდი?!
ვაქცინაციამდე ერთი კვირით ადრე მქონდა გულის პრობლემები, საავადმყოფოშიც ვიწექი, მაგრამ როგორც კი მომეცა შანსი, მაშინვე ავიცერი. ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამომეყენებინა.
ქართველებმა ზოგჯერ პრობლემის გაიოლება და შემსუბუქება ვიცით. ამ დროს კორონავირუსი ძალიან დიდი პრობლემაა. მოსალოდნელია შემთხვევების მატება – განსაკუთრებით გაზაფხულზე. შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად ახალ ტალღას ველოდებით.
ვაქცინაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისათვის, ქრონიკული ავადმყოფებისა და ასაკოვანი ადამიანებისათვის, რომელთა წილი კოვიდ-19-ით სიკვდილიანობაში ყველაზე მაღალია.
საერთოდ, ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი. ამ სარგებლის გამო ავიცერი. ჯერჯერობით, ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ერთადერთი საშუალებაა.
23 მარტის მონაცემებით, ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორის 4000-ზე მეტმა წარმომადგენელმა ჩაიტარა.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის