
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ზვიად კირტავა ვაქცინაციის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
-ვაქცინაციის მიმდინარეობაში გუშინ ორი სერიოზული ამბავი მოხდა – პროცესში ჩაერთო 65 წელზე მეტი ასაკის პირთა ჯგუფი და დაიწყო რეგისტრაცია ფაიზერის ვაქცინაზე, – წერს ზვიად კირტავა, – შედეგი:
ფაიზერით ვაქცინის აცრაზე რეგისტრირება ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო. დღის ბოლოს ვაქცინაციის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში თბილისში თითქმის სრულად ამოწურული იყო 14 აპრილამდე ჯავშნები! მგონი, აქტიურ-პასიური ანტივაქსერები ექიმებში მეტი ყოფილა, ვიდრე – ხანდაზმულებში.
ძალიან კარგია, რომ პროცესის აქტივაცია მოხდა!
ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ ორ ვაქცინას შორის კი არის განსხვავება ეფექტურობას შორის – დღევანდელი დაზუსტებული მონაცემით, აშშ კვლევაში ასტრაზენეკას ეფექტურობა კოვიდ-19-ის სიმპტომატური შემთხვევების მიმართ 76% იყო, ასაკოვან პირებში – 86%, ხოლო ფაიზერის ანალოგიური მაჩვენებლები – 95% და 94% იყო.
მთავარი და განსაკუთრებით საყურადღებო მონაცემი არის ის, რომ მესამე ფაზის ფართო გამოკვლევების და ისრაელის პრაქტიკული გამოცდილებით, ორივე ვაქცინა თითქმის 100%-ით ეფექტური იყო კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილობის აცილების კუთხით!
ასე რომ, მართალია, ამჟამად არსებული მონაცემებით ფაიზერის ვაქცინა უფრო მეტად იცავს ადამიანს კოვიდ-19-ის ყველა სიმპტომატური შემთხვევებისგან, ამავდროულად როგორც ფაიზერი, ასევე ასტრაზენეკა უაღრესად ეფექტურია კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევებისგან თავდასაცავად! და ჩვენი მთავარი ამოცანაც სწორედ ასეთი მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებაა.
ახლა, როდესაც სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპების გამო ვირუსის მუტაციების, უფრო სახიფათო შტამების და ახალი ტალღების საფრთხე იზრდება, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დროულად და წარმატებით ჩატარება.
ჯანმრთელობა და წარმატებები ყველას!
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება