![](https://chemikharagauli.com/wp-content/uploads/2020/12/rolandi_khijakadze.jpg)
თეატრალური განათლება არ მაქვს. ბუნებრივად არის ჩემში არტისტული ნიჭი.
წყალაფორეთის სოფლის კლუბში სკეტჩებში ვმონაწილეობდი. კლუბების დათვალიერებაზე ხარაგაულის კულტურის სახლიდან ოთარ აბაშიძე გვესტუმრა. როგორც ჩანს, მოვეწონე და მალე სპექტაკლში „სად იყო ჭკუა“ როლი შემომთავაზა. სპექტაკლმა დიდი აღიარება მოგვიტანა. ასე ავიდგი ფეხი ხარაგაულის თეატრში, როგორც მსახიობმა.
ირინე ჩხეიძე უნიჭიერესი რეჟისორია. სპექტაკლში „ხორუმი ქართული ცეკვაა“ როლი რომ შემომთავაზა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა ამქვეყნად. პრიზიც დავიმსახურე – იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია.
როლანდი ხიჯაკაძე
ფოტოზე: როლანდი ხიჯაკაძე და გიორგი მაქაძე სპექტაკლში „ხორუმი ქართული ცეკვაა“, 2019 წელი
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია
ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს
შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…
ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე
სპექტაკლში მონაწილეობა დღესასწაულია
თეატრი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. საქართველოში
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პარტნიორი – FAO Georgia – ეკოკლუბებს სთავაზობს კონკურსს: თევზის მოშენება
ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი,
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი