

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრში ჩემი პირველი ნაბიჯები მინდა გავიხსენო.
15 წლის წინ რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ სპექტაკლი „ნატვრის ხე“ დადგა. პატარა ბიჭის როლს ვთამაშობდი. თითოეული რეპეტიცია დიდი ბედნიერება და სიხარული იყო, რადგან სცენაზე არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად ვიდექი. დღეს მეც უკვე ამ დასის წევრი და მათი კოლეგა ვარ. მადლობა რეჟისორ ირინე ჩხეიძეს, ხარაგაულის კულტურულ და თეატრალურ ცხოვრებას მთელი თავისი შესაძლებლობებით რომ ემსახურება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თეატრს.
გიორგი მაქაძე
ფოტოზე: გიორგი მაქაძე და ლია ჭიპაშვილი სპექტაკლში „ხორუმი ქართული ცეკვაა“, 2019 წელი
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია
ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს
შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…
სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია
ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე
ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გამო საქართველოს ახალგაზრდა
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო