

ხარაგაულის თეატრში ჩემი პირველი რეჟისორი ოთარ აბაშიძე გახლდათ.
იმ დროს საღანძილის კლუბის გამგედ ვმუშაობდი. ერთ დღესაც ოთარ აბაშიძემ ხარაგაულში დამიბარა და წინ სცენარი „დედამთილი“ დამიდო. 25 წლის ვიყავი. 81 წლის ქალის როლი უნდა შეასრულოო, – მითხრა. ვიუარე, ასაკით პატარა ვარ და თან აქ ჩემზე გამოცდილი მსახიობები მუშაობენ-მეთქი. მე უკეთ ვიცი, რას შეძლებო, – მიპასუხა.
მიჭირს თქმა, როგორ ვითამაშე. თუმცა თეატრის მძღოლი ვალოდია კიკნაძე და არსენა სხილაძე სიცოცხლის ბოლომდე „დედამთილოთი“ მომმართავდნენ.
სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ხარაგაულში მეუღლესთან, ნიკო წიკლაურთან ერთად დავბრუნდი. ის ჩვენი დასის წევრი მალევე გახდა.
როგორც დედას უყვარს განურჩევლად ყველა შვილი, ისე მიყვარს ჩემი როლები. თუმცა, ფუფალა ჩემთვის გამორჩეულია. მაყურებლით სავსე დარბაზი და მათი ემოციები მენატრება.
ლუიზა კიკნაძე
ფოტოზე: ლუიზა კიკნაძე ფუფალას როლში – სპექტაკლი „ნატვრის ხე“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, 2014 წელი.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია
ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს
სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია
ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის