

ადამიანის ცხოვრებაში „პირველი“ ყველაფერი განსაკუთრებულია.
ამიტომ პირველ როლს გავიხსენებ. ხარაგაულის კულტურის სახლში მუშაობა 1972 წელს დავიწყე. საუკეთესო მსახიობები და პიროვნებები დამხვდნენ. თამაზ კიკნაძე დგამდა სპექტაკლს „სად იყო ჭკუა“. ამ სპექტაკლმა დასავლეთ საქართველოში თეატრალურ ფესტივალზე პირველი ადგილი დაიმსახურა.
სპეციალისტებს ხარაგაულის თეატრის არა ერთი სპექტაკლი მაღალ დონეზე შეუფასებიათ და უთქვამთ, რომ ის ფართო საზოგადოებას დედაქალაქში უნდა ენახა. ხარაგაულის თეატრში არასდროს დაუდგამთ მოვალეობის მოხდის მიზნით „გეგმიური“ სპექტაკლები. საუკეთესო იყო მხატვრობა, მუსიკალური გაფორმება, მსახიობების ოსტატობა, სცენოგრაფია.
დღესაც ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს და სპექტაკლებსაც იმის მიხედვით დგამს.
ნიკო დეკანოსიძე
ფოტოზე: ნიკო დეკანოსიძე (მარჯვნიდან პირველი) სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“, 2015 წელი.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია
შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…
სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია
ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ
2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს
ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გამო საქართველოს ახალგაზრდა
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან