
„ხელოვნებაა თავად უკვდავება“ – ამ იდეით საუკუნეების განმავლობაში ერთიანდებოდნენ ადამიანები და ქმნიდნენ, აშენებდნენ, ხატავდნენ, წერდნენ, მოქმედებდნენ…
ის, რაც ერთობითა და სიყვარულით, გულწრფელობითა და ენთუზიაზმით იქმნებოდა, უძლებდა დროს, საუკუნეებს და სიამაყით ავსებდა მომავალ თაობას…
აი, ასე – საუკუნეს გასცდა და გადააბიჯა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა… ღირსეული ესტაფეტა ირინე ჩხეიძემ გადაიბარა და თეატრს ახალი სიცოცხლე შთაბერა.
ბედნიერი ვარ, ამ დიდი ოჯახის წევრი რომ გავხდი. მათთან ერთად განმიცდია წარმატების სიხარული, მღელვარება – სპექტაკლის წინ და სიამაყე – მაყურებლის ოვაციით.
ყველაზე გავლენა ჩემზე სპექტაკლმა „თანამდევი სული“ მოახდინა. სპექტაკლი ისეთი სიღრმით გამოირჩევა, რომ მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა საქართველოს ქალაქებსა თუ უცხოეთში. ჩემთვის ამ სპექტაკლის ყოველი წარმოდგენა ახლის შეცნობისა და ბედნიერების მომტანია. განსაკუთრებული ემოცია დამიტოვა საზღვრისპირა სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში ჩატარებულმა ამ სპექტაკლმა. სწორედ იქ შევიგრძენი სამშობლოს გაყოფით გამოწვეული სევდა და ტკივილი, გაერთიანების დაუძლეველი სურვილი. ჰოდა, ესაა თეატრის მიზანიც.
ნათია მეტრეველი
ფოტოზე: ნათია მეტრეველი და ბათუ კიკნაძე სპექტაკლში „თანამდევი სული“, 2016 წ. საზღვრისპირა სოფელი მერეთი
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის წევრთა მოგონებები ქვეყნდება ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
მაყურებლის სიყვარული დიდი სტიმულია
ხარაგაულის თეატრი საზოგადოების მაჯისცემას გრძნობს
შვილებივით მიყვარს ყველა როლი, თუმცა…
სპექტაკლში მონაწილეობა ენით უთქმელი სიხარულია
ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლე
დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ტელეკომპანია „ფორმულას“
პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი,
ხარაგაულის გიმნაზიაში ამ სკოლის ისტორიის ამსახველი წიგნის –
30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 18 ოქტომბერს,