

ხარაგაულის გიმნაზიაში ამ სკოლის ისტორიის ამსახველი წიგნის – „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“ – პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში ხარაგაულის გიმნაზიის 150-წლიანი ისტორიაა გადმოცემული. სკოლა 1875 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და დღემდე უწყვეტად არსებობს. ამ ხნის განმავლობაში იცვლებოდა სასწავლებლის სტატუსი, სახელწოდება, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მთავარი მისია – მომავალი თაობების აღზრდა.
წიგნის ავტორია ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ზეინაბ ბუაჩიძე; გამოიცა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის საიუბილეო გამოცემა – „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“ – მოგვითხრობს ამ სკოლის დაარსების, სხვადასხვა პერიოდში აქ მოღვაწე გამორჩეულ პედაგოგებსა და სახელგანთქმულ კურსდამთავრებულებზე. წიგნი გაფორმებულია მრავალფეროვანი ფოტოებით.
ვულოცავთ წიგნის ავტორს, ზეინაბ ბუაჩიძეს; ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებასა და კურსდამთავრებულებს სკოლის დაარსებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ამ წიგნის გამოცემას.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!