2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარაგაულის სათნოების სახლის დაფინანსებისთვის 109 ათასი ლარი განისაზღვრა.
სათნოების სახლის დირექტორის, გიორგი ჩიჩილიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, 109 ათასი ლარიდან 8 თანამშრომლის ხელფასისთვის 55 200 ლარი გაიხარჯება. დანარჩენი თანხა კი უპოვართა კვებას და კომუნალურ ხარჯებს მოხმარდება.
2020 წელს ხარაგაულის სათნოების სახლი 109 ათასი ლარით დაფინანსდა. წლის დასაწყისში ორგანიზაციას 97 ათასი ლარი დაუმტკიცდა. მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, დაფინანსება 12 ათასი ლარით გაიზარდა. ამ თანხით საკვები პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, უსინათლოებს – სულ ათას მოქალაქეს შეუძინეს.
გიორგი ჩიჩილიძე გეგმავს, რომ 2021 წლისთვის სათნოების სახლის ბენეფიციართა როდენობა 73-დან ასამდე გაზარდონ.
„ჩვენი ბენეფიციარები, ძირითადად, დაბა ხარაგაულის მაცხოვრებლები არიან. ვგეგმავთ, რომ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს დავეხმაროთ. მათ როგორც სათნოების სახლში მომზადებულ საკვებს, ასევე მზა პროდუქტებს მივაწვდით. ამ საკითხზე ხარაგაულის საკრებულოში ვმსჯელობთ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
ხარგაულის დასუფთვება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმება
„საახალწლო ღონისძიების გეგმა შევადგინეთ, თუმცა, არ ვიცით, რა მდგომარეობა იქნება“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი