ხარაგაულის სამუსიკო სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2021 წელს 125 ათას ლარს ითხოვს.
ამ თანხიდან 115 ათასი ლარი თანამშრომელთა ხელფასებისთვისაა განსაზღვრული, დანარჩენი 10 ათასი ლარი – კომუნალური, საკანცელარიო ხარჯებისთვის და კონკურსებში მონაწილეობისთვის.
„2021 წელს შენობის გაზიფიცირებას და მცირე სარემონტო სამუშაოებს ვგეგმავდით, – ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე, – ზამთარში გასათბობად ისევ შეშას ვიყენებთ. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში გვითხრეს, რომ სამუსიკო სკოლის შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გაგვიზრდიან. ჩვენი დაფინანსება 2020 წელსაც 125 ათასი ლარი იყო. თუმცა, პანდემიის გამო, ბიუჯეტის სეკვესტრი მოითხოვეს და წელს 3 ათასი ლარით ნაკლებ თანხას მივიღებთ.
ახალი სასწავლო წლიდან სამუსიკო სკოლაში 92 მოსწავლე ირიცხება, 65 – ფორტეპიანოს განყოფილებაზე, დანარჩენები – ვიოლინოს, გიტარისა და ვოკალის შემსწავლელ წრეებზე.
ფორტეპიანოსა და ვიოლინოს შემსწავლელი წრეების მოსწავლეები წელიწადში 90-90 ლარს იხდიან. სოციალურად დაუცველი ათი მოსწავლე სწავლის საფასურისგან გათავისუფლებულია.
ვოკალისა და გიტარის შესწავლა ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში უფასოა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საჯარო სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ და ამიტომ მოსწავლეები სამუსიკო სკოლაშიც აღარ დადიან. ინტერნეტით კლასიკური მუსიკის გაკვეთილების ჩატარება კი ძალიან რთულია“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
ხარაგაულის დასუფთავება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი