ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 2021 წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 665 000 ლარს ითხოვს.
– ჩვენი ორგანიზაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2020 წელსაც ამ ოდენობის სუბსიდია განისაზღვრა, – ამბობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბუღალტერი ნათია მესხი, – თუმცა, წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიუჯეტის სეკვესტრი მოგვთხოვეს და დაფინანსება 30 ათ. ლარით შეგვიმცირდა.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 23 სასოფლო, ერთ ცენტრალურ და ერთ საბავშვო ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრს, ლიტერატურულ თეატრს, ისტორიულ მუზეუმს, ხალხური შემოქმედების სახლს აერთიანებს. ვახორციელებთ უსინათლოთა პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 2021 წლისთვის 11 800 ლარით განისაზღვრა.
ორგანიზაციაში სულ 117 თანამშრომელია. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 665 ათ. ლარიდან 570 600 ლარი ხელფასებში დაიხარჯება, ყველა სხვა დანარჩენი ხარჯებისთვის კი 89 ათ. ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის ტრანსპორტირების, მივლინების, თეატრებისთვის საჭირო დეკორაციების შესაძენი, შენობების რემონტისთვის საჭირო თანხები და კომუნალური ხარჯები. დარჩენილი 5 400 ლარიდან 3 ათ. ლარით ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება იგეგმება, 2 400 ლარით – კომპიუტერული ტექნიკის შეძენა.
მომავალ წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ხელფასების მატება არ იგეგმება. ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღონისძიებების მოსაწყობად, ასევე ხარაგაულში მოქმედი ანსამბლებისა და თეატრების საქართველოს მასშტაბით ფესტივალებში მონაწილეობისთვის ფინანსები საკმარისია. მთავარია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდეს, ღონისძიებებისა და სპექტაკლების გამართვის ნებართვა მივიღოთ.
ამავე თემაზე:
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის დასუფთავება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმებაპანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი