2021 წლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, წინასწარი მონაცემებით, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 1 656 000 ლარს ითხოვს.
რას მოხმარდება ეს თანხა, – ამის შესახებ გაერთიანების მთავარ ბუღალტერ მანანა ჭანკოტაძეს ვესაუბრეთ.
– მოთხოვნილი 1 656 000 ლარიდან 1 193 500 ლარი ხელფასებისთვის გვჭირდება, – ამბობს მანანა ჭანკოტაძე, – ეს თანხა მთლიანი ბიუჯეტის 72%-ია. დარჩენილი 462 500 ლარიდან 86 700 ლარი კომუნალური ხარჯებისთვის დავგეგმეთ, 204 ათ. ლარი – აღსაზრდელთა კვებისთვის. რბილი ინვენტარის შესაძენად 5 ათ. ლარი გავითვალისწინეთ, ტრანსპორტირებისთვის – 4 900 ლარი, თანამშრომელთა ბიულეტინისთვის – 3 ათ. ლარი.
2021 წელს ხარაგაულის #2 და კიცხის საბავშვო ბაღების გაზიფიცირებას ვგეგმავთ. ამ მიზნით ბიუჯეტში 60 ათ. ლარი განვსაზღვრეთ. ამ მომენტისთვის ხარაგაულში მხოლოდ #1 საბავშვო ბაღის შენობაა გაზიფიცირებული. კადრების გადამზადებისთვის 5 ათ. ლარი დაგვჭირდება. მომავალ წელს საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღი უნდა გავხსნათ; ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის ამოქმედებას ვგეგმავთ.
დანარჩენი თანხა სხვადასხვა მუხლებში გადავანაწილეთ – ბუღალტერიისთვის ერთი ახალი კომპიუტერი და პრინტერი გვჭირდება. მცირე ტექნიკის, რბილი ავეჯის, სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად მომავალ წელს 60 ათ. ლარი დავგეგმეთ. კორონავირუსის პანდემიის გამო უფრო მეტ სადეზინფექციო საშუალებებს შევიძენთ, ვიდრე გასულ წლებში.
2020 წელს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 1 390 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის სეკვესტრი მოითხოვა. ამის გამო, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 66 ათ. ლარით შემცირდა.
ამავე თემაზე:
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
ხარაგაულის დასუფთავება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი