ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება 2021 წელს სამ პროგრამას განახორციელებს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის 895 ათ. ლარია განსაზღვრული, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის – 172 ათ. ლარი, მიუსაფარი ცხოველების მოვლის ღონისძიებებისთვის – 8 ათ. ლარი.
ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე ამბობს, რომ გარე განათების ქსელის ექსპლუატაციისთვის გამოყოფილი თანხა – 170 ათ. ლარიც მათ ბიუჯეტში აისახება. ეს თანხა არსებული ქსელის მოვლა-პატრონობისა და გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯისთვის დაიგეგმა.
„2021 წლისთვის მიუსაფარი ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისთვის 10 ათას ლარს ვითხოვდით, – ამბობს ვიტალი იჩქიტიძე, – თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 ათას ლარს გვაძლევენ. ეს თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასაკმარისია. წლევანდელი გამოცდილებით, ერთი ძაღლის თავშესაფარში გადასაყვანად 100 ლარად ხარაგაულში მოსვლა შესაბამის ორგანიზაციებს არ უღირთ.
2020 წლის ბოლომდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 ათასი ლარის დამატებას ვითხოვთ. ეს თანხა სამი მანქანის ზამთრის საბურავებისა და საწვავისთვის, მეველეებისა და მეეზოვეებისთვის ფორმების შესაძენად გვჭირდება.
ბიუჯეტის დაგეგმვისას ყველა ხარჯის გათვლა ძნელია. წელს 22 სოფელში გარე განათების ქსელი გაფართოვდა. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ნარჩენები კიცხის ზონის, ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან დღეში, ერთის ნაცვლად, ორჯერ გაგვქონდა. ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯები, დაგეგმილთან შედარებით, გაიზარდა.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ბიუჯეტის საყოველთაო სეკვესტრის გამო სუბსიდიაზე 6 ათასი ლარი მოგვაკლეს. ჩვენი ორგანიზაცია მრავალფუნქციურია. სად რა პრობლემა იჩენს თავს, წინასწარ არ ვიცით“.
ამავე თემაზე:
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
„საახალწლო ღონისძიების გეგმა შევადგინეთ, თუმცა, არ ვიცით, რა მდგომარეობა იქნება“
ხარაგაულის სათნოების სახლი ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდს გეგმავს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი