ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 15 ნოემბერს წარუდგენენ.
„პროგრამული ბიუჯეტის პროექტზე ვმუშაობთ , – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, ამ მომენტისთვის, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 140 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები მიზნობრივი ტრანსფერია. ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი.
2021 წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სკოლების შენობების მოსაწესრიგებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან რა თანხას მივიღებთ, ჯერჯერობით, არ ვიცით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია – ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური დაცვა.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ მერია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას საკრებულოსგან სხვადასხვა დროს გამოთქმულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
ხარაგაულის დასუფთავება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი