ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სუბსიდია, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 376 ათასი ლარია.
„მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში გვითხრეს, რომ მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლევანდელზე მეტი დაფინანსება არ მოგვეთხოვა, – ამბობს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ბუღალტერი მადონა გოლუბიანი, – 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიუჯეტის სეკვესტრი მოითხოვეს და 40 500 ლარით ნაკლებ თანხას მივიღებთ.
376 ათასი ლარიდან 320 ათასი ლარი 65 თანამშრომლის ხელფასებში დაიხარჯება, დანარჩენი თანხა – 56 ათასი ლარი კომუნალური, საკანცელარიო ხარჯებისთვის, სპორტული და ტურისტული ღონისძიებებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობის, ტურისტული ბილიკების მარკირების, სპორტული და ტურისტული ინვენტარის შეძენისა და სხვა ხარჯებისთვისაა განკუთვნილი“.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში 27 სექცია ფუნქციონირებს სპორტის შემდეგ სახეობებში – ფეხბურთი, კალათბურთი (ვაჟები, გოგონები), რაგბი, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კუნგფუ-სანდა, ტაიკვანდო, სპორტული კარატე, ჭადრაკი (ვაჟები, გოგონები), მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, შაში.
ხარაგაულის გარდა, სპორტული სექციები ნადაბურში, ხევში, ვერტყვიჭალაში, ბორითში, ღორეშაში, კიცხში, მოლითში, ზვარესა და ვახანში ფუნქციონირებს. სპორტულ წრეებში სულ 450 მოსწავლე ირიცხება.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ (გია) ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულში სპორტული წრეების საქმიანობა შეჩერებულია.
„ხიდარში ძიუდოს წრის გახსნა იგეგმებოდა, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – ძიუდოს ფედერაცია ტატამის შეძენას დაგვპირდა. ჩვენ კი მწვრთნელს ავიყვანდით. ფედერაციიდან, ჯერჯერობით, არავინ დაგვკავშირებია. მარტის შემდეგ, პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ. ახალი სპორტული წრეების გახსნის მოთხოვნითაც არავის მოუმართავს“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
ხარაგაულის დასუფთავება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი