ბუნებრივი აირი ყველა სოფელს – ეს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ.
2017 წლის სექტემბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ხარაგაულის მერობის კანდიდატმა ნიკო თოფურიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ მისი მერობის დროს ხარაგაულში გაზიფიცირების გარეშე არც ერთი სოფელი არ დარჩებოდა და რომ ამაზე ცენტრალურ მთავრობასთან ძალიან სერიოზულად იმუშავებდა.
ნიკო თოფურიძე მერის უფლებამოსილების ამოწურვამდე თანამდებობიდან გადადგა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან ამ დრომდე გაზიფიცირებულია დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ახალსოფელი, თეთრაწყარო.
კიცხში, ფარცხნალსა და ლაშეში მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი გაიყვანეს, მოსახლეობამდე დაქსელვის გარეშე. ვარძიაში კი ეს სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.
ხარაგაულის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის ბუნებრივი აირის შესაყვანად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება.
რაც შეეხება ზემო იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტს, – საჩხერესა და ჭიათურას, – საჩხერის 51 სოფელი და თავად ქალაქი საჩხერე გაზიფიცირებულია. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაცნობეს, რომ აქ გაზიფიცირება, წლების წინ, ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით ბიწაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჭიათურაში 60 სოფლიდან 13 სოფელი (პერევისა, ითხვისი, დარკვეთი, ნავარძეთი, წინსოფელი, ჭილოვანი, რგანი, შუქრუთი, ზედა რგანი, ბუნიკაური, სარქველეთუბანი, მღვიმევი და კალაური) გაზიფიცირებულია.
ამჟამად გაზის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის ნებართვა ჭიათურის მუნიციპალიტეტმა კაცხის, გუნდაეთის, მერევის, წასრისა და ბიღას გაზიფიცირებისთვის გასცა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის აპრილში განაცხადა, რომ საქართველოში 2019-2021 წლებში 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 209 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ამ 217 დასახლებული პუნქტიდან რამდენგან განხორციელდა საპროექტო სამუშაოები, რამდენ დასახლებულ პუნქტში – სამშენებლო სამუშაოები და რა თანხა დახარჯა 209 მილიონი ლარიდან ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებზე, – ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან 18 სექტემბერს გამოვითხოვეთ. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ნინო კაპანაძე
მოსახლეობის პრობლემების შესახებ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ
ზვარელები რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის გეოლოგიურ დასკვნებს უნდობლად უყურებენ
„გვინდა, ოჯახი საკუთარი შრომით ვარჩინოთ“
„ჯანდაცვა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს“
კანალიზაციის მოუწესრიგებელი სისტემა, შესაძლოა, უამრავი დაავადების მიზეზი გახდეს
თვითმმართველობა მოსახლეობის საჭიროებებს ნაკლებად ითვალისწინებს
ათწლეულობით მოუგვარებელი პრობლემები ხარაგაულში
ვარძიის მოსახლეობას უწყლობა და უგზოობა აწუხებს
ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ
უგზოობამ, უწყლობამ და მეწყერის შიშმა დაგვტანჯა – ამბობენ ზვარელები
გედსამანია ინტერნეტისა და მობილური კავშირის მიღმა
გედსამანიელები უსარგებლო სტატუსით და ექთნის მოლოდინში
ხიდარში საუბნო გზები და წყლის სისტემები მოსაწესრიგებელია, მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი