ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლიდან არც ერთში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.
მოსახლეობას, წელიწადში ერთხელ მაინც, ასანიზაციის მანქანის დაქირავება უწევს.
ამ მომსახურების მისაღებად ხარაგაულელები ზესტაფონში კერძო კომპანიას მიმართავენ, რაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
საღანძილეში მცხოვრები რუსიკო კიკნაძე ამბობს, რომ ზესტაფონიდან ასანიზაციის მანქანით მომსახურებისთვის კომპანიამ 200 ლარი მოსთხოვა.
– ჩემი ხელფასი 180 ლარია, – ამბობს რუსიკო კიკნაძე, – 200 ლარი როგორ გადამეხადა, მაგრამ რა ვქნა, ტუალეტის დასუფთავება აუცილებელად გვჭირდებოდა. გასულ წლებში ხარაგაულის კომუნალურ მეურნეობას ასანიზაციის მანქანა ჰყავდა. ხელმისაწვდომ ფასს ვიხდიდით.
ხარაგაულის მოსახლეობისთვის უმჯობესია, ასანიზაციის მანქანა ადგილზე იყოს. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა შევა. 50 ლარი რომ იყოს გადასახდელი, შევძლებთ. კანალიზაციის სისტემის არქონის გამო სოფელში ძალიან ვწვალობთ. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა ყველგან იქნება.
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ასანიზაციის მანქანის შეძენაზე, წლებია, საუბრობს.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი ინგა მაღრაძე, რომელიც 2014-2016 წლებში საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, იხსენებს, რომ ამ სპეცტექნიკის შეძენა რეგიონული განვითარების ფონდიდან სურდათ.
„ფონდმა უარი გვითხრა, რადგან ის, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობას აფინანსებს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ადგილობრივი შემოსავლებით კი მის შეძენას ვერ შევძლებდით.
თუმცა, 2014 წელს ბიუჯეტის ნაშთში 800 ათასი ლარი გვქონდა. ასანიზაციის მანქანა შეიძლებოდა გვეყიდა, მაგრამ მაშინ უარი უნდა გვეთქვა მუნიციპალურ ააიპ-ებში შტატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაზე.
ყველაფერი იმის ბრალია, რომ თვითმმართველობა მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს ნაკლებად ითვალისწინებს.
ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე ამბობს, რომ ასანიზაციის სპეცტექნიკასთან ერთად მათ სამსახურს ქუჩების სარწყავი ახალი მანქანაც ესაჭიროება.
– ხარაგაულში კომუნალურ სამსახურს ადრე ასანიზაციის მანქანა ჰყავდა, მაგრამ მწყობრიდან გამოვიდა და ჩამოწერეს, – ამბობს ვიტალი იჩიქიტიძე, – რა თქმა უნდა უნდა, მუნიციპალური ააიპი მოსახლეობას გაცილებით იაფად მოემსახურება, ვიდრე კერძო კომპანია. სოფლებში, კანალიზაციის სისტემის არქონის გამო, ადამიანები შეწუხებულები არიან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, 2022 წელს, ყველა სოფელში, რომელშიც 2000-ზე მეტი მაცხოვრებელია, კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყოს.
ხარაგაულის თვითმმართველობას ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვა არ აქვს. მომავალი ორი წლის განმავლობაში არც ასანიზაციის მანქანის შეძენას გეგმავენ.
ნინო კაპანაძე
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების