

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობა გრძელდება. ბეტონის კარკასის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
„მშენებლობის მონოლითური სამუშაოები დავასრულეთ და ფინიშისკენ გავდივართ, – ამბობს მშენებელი ორგანიზაცია შპს „ინ-სი“-ს საქმეთა მწარმოებელი მალხაზ შელია, – მალე სარემონტო სამუშაოებზე გადავალთ.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მშენებლობები გარკვეული პერიოდით შეაჩერა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში მოსწრებას ვგეგმავთ. კიცხის სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრისთვის, უნდა დავასრულოთ“.
შეგახსენებთ, რომ კიცხში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება. მუნიციპალური განვითარებს ფონდმა ხელშეკრულება 2 420 643 ლარზე გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ ამხანაგობასთან – შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტი“.
ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე:
კიცხის სკოლის მშენებლობა გრძელდება
კიცხში სკოლის მშენებლობა იწყება
როდის დაიწყება კიცხის სკოლის ხარაგაულის მერისგან დაანონსებული მშენებლობა
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში