

სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა და პედკოლექტივები მუშაობის შედეგებს აჯამებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა წლის შემაჯამებელი პედსაბჭოს შემდეგ სამახსოვრო ფოტო სკოლის შენობის ფონზე გადაიღო.
მიზეზი განსაკუთრებულია – იმ ადგილას, სადაც საუკუნენახევრის განმავლობაში საუკეთესო ტრადიციების კიცხის სკოლა ფუნქციონირებდა, მოძველებული, ამორტიზებული შენობის ნაცვლად ახალი სკოლის მშენებლობა იწყება.
მომავალ სასწავლო წელს კიცხის საჯარო სკოლა თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში იფუნქციონირებს.
„უახლოეს დროში ამ ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა აღიმართება, იმედიანები მივდივართ და მადლობას ვეტყვით ჩვენს ბერმუხა სკოლას, უამრავი თაობების გამზრდელს. გული გვწყდება, მაგრამ იმედიანი თვალებით ვუყურებთ მომავალ ახალს და ნათელს!” – ასე ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში პედაგოგები მშობლიური სკოლის ძველ შენობას.
კიცხის სკოლას მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა