

„კიცხში ახალი სკოლა აშენდება“, – ამცნო 16 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ კიცხის საჯარო სკოლის 150 წლის იუბილეზე შეკრებილ საზოგადოებას და მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.
როდის დაიწყება კიცხის ახალი სკოლის დაანონსებული მშენებლობა, ეს პროცესი კონკრეტულად რა ეტაპზეა:
– საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად ტენდერი ცხადდება?
– პროექტია უკვე შესყიდული თუ
– მშენებელი ორგანიზაციაა ტენდერით გამოვლენილი?
– ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამს კიცხის სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, – ამის გასარკვევად ხარაგაულის მერს ბატონ ნიკოლოზ თოფურიძეს მივმართეთ.
გთავაზობთ მერისგან მიღებულ პასუხს და წარმოგიდგენთ კიცხის სკოლის ავარიული შენობის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს.





ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის