

ხარაგაულში მერიისგან დაფუძნებული ააიპ-ების შეერთება იწყება. ამის თაობაზე ნებართვა საკრებულომ მერს 5 მარტს მისცა.
მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, რომ ააიპ-ების შეერთება გარდაუვალი პროცესია, რომელსაც მერია დიდი სიფრთხილით მოეკიდება.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებსა და მერს შორის გამართული მსჯელობის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ააიპ-ების შეერთების გეგმა თავად პროცესის მიმდინარეობისას განივრცობა და დაიხვეწება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაფუძნებული 14 ააიპ-დან, მერიის გადაწყვეტილებით, ოთხი ააიპ-ი დარჩება.
ამჟამად ხარაგაულში მერიისგან დაფუძნებული 17 ააიპ-ი მოქმედებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს რეორგანიზაცია არ ეხება, რადგან ეს დელეგირებული უფლებამოსილებაა. რაც შეეხება „სათნოების სახლსა“ და „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრს“ – უპოვართა კვება და საინფორმაციო მომსახურება – ტენდერზე გავა თუ ეს ააიპ-ები უცვლელად განაგრძობენ საქმიანობას, როგორც მერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამის შესახებ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
შტატების თუ ხელფასების შემცირება ხარაგაულის ააიპ-ებში
სარგებელი თუ ზარალი ააიპ-ების რეორგანიზაციაში
სად მიგვიყვანს ააიპ-ების რეორგანიზაცია ხარაგაულში
ააიპ-ების დირექტორები დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ხარაგაულში
23-26 აპრილს საქართველოს წიგნის ასოციაცია, ტრადიციულად, თბილისის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოწყვლად მდგომარეობაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ
30 მარტს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო დასტური მისცა
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია