

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიისგან ააიპ-ების რეორგანიზაციაზე დეტალურ განმარტებებს ელოდება. დეპუტატები ამბობენ, რომ ამ პროცესს მხარს „ბრმად“ ვერ დაუჭერენ და მერიას „სიტყვაზე ვერ ენდობიან.“ საკრებულოს წევრებისთვის არადამაჯერებელია მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის პასუხი, რომ ააიპ-ების შერწყმის შედეგად, სავარაუდოდ, 200 ათასი ლარი დაიზოგება, დაზოგილ თანხას რომ სოციალურ სფეროზე მიმართავენ და ყველაფერს რომ ააიპ-ის ხელმძღვანელი გადაწყვეტს.
ამიტომ დეპუტატები წერილობით პასუხებს ითხოვენ შემდეგ შეკითხვებზე:
– რა პრინციპით დააჯგუფა მერიამ ააიპ-ები და შესაძლებელია თუ არა მათი სხვაგვარად დაჯგუფება;
– კონკრეტულად რა თანხა გამოთავისუფლდება ააიპ-ების შერწყმით;
– რას მოხმარდება დაზოგილი თანხა;
– შემცირდება თუ არა თანამშრომელთა რაოდენობა, რომელი თანამდებობები გაუქმდება და რატომ;
– როგორ გაგრძელდება „სათნოების სახლისა“ და „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ საქმიანობა;
– გაერთიანების შემდეგ ახალი ორგანიზაციის შექმნა ბიუჯეტისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი.
ამ შეკითხვებზე პასუხებს დეპუტატები მერიიდან 2 მარტს ელოდებიან. სწორედ ამ დღეს გაიმართება საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა; იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა.
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური