ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს, 20 თებერვალს, მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების რეორგანიზაციაზე იმსჯელა.
ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ დეპუტატებს განმარტებითი ბარათი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარუდგინა.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების საქმიანობის ფუნქციური მიმართულებებით დაჯგუფება უფრო ეფექტურს და შედეგიანს გახდის მათ საქმიანობას და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობას მოგვცემს, შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი ააიპ-ების გაერთიანებას გეგმავს:
საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე რეორგანიზაციის შესახებ მეტ დასაბუთებასა და დაზუსტებას ითხოვს.
ინგა მაღრაძე დაინტერესდა – რამდენი ადამიანია ამჟამად დასაქმებული ხარაგაულის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში, რას მოხმარდება რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები და მიიღებენ თუ არა გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციებს.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის განმარტებით, ამ მომენტისთვის ააიპ-ებში 684 ადამიანია დასაქმებული. მისივე თქმით, შესაძლოა, არც არავინ გაათავისუფლონ სამსახურიდან.
„მთავარია, თითოეულ დასაქმებულს ხელფასი დატვირთვისა და ფუნქციის მიხედვით განესაზღვროს, – ამბობს კახა გოლუბიანი, – ამ გზით, სავარაუდოდ, 200 ათასი ლარი დაიზოგება. გამოთავისუფლებულ თანხას რა მიმართულებით მივმართავთ, ამას მერია საკრებულოსთან შეთანხმებით გადაწყვეტს.“
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ააიპ-ები კულტურის, სასწავლო და სპორტული მიმართულებებით დააჯგუფეს.
რაც შეეხება კომპენსაციას, რეორგანიზაციის თაობაზე საკრებულოს თანხმობის შემდეგ, გათავისუფლებულ თანამშრომლებზე საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა.
დეპუტატ ქეთევან ზუმბაძესთვის გაუგებარია, თუ ამ დრომდე ეკუთვნოდათ, ახლა რატომ უნდა შეუმცირდეთ ააიპ-ების თანამშრომლებს ხელფასები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციები „თავშესაფარი“ ვერ იქნება.
„ცხადია, რომ 74 ბუღალტერი, ფინანსისტი და შესყიდვების მენეჯერი შვიდ ააიპ-ს არ დასჭირდება, – ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე, – ვერ შევეგუები, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს იმ ადამიანს, ვინც არაფერს აკეთებს და იმასაც, ვინც ყოველდღიურად 8 საათი შრომობს.“
ხარაგაულის საკრებულო მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების რეორგანიზაციის საკითხზე 5 მარტის სხდომაზე იმსჯელებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი