

ზვარეში ახალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა უახლოეს დღეებში დასრულდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს გვირაბის მშენებელი ორგანიზაციის, – შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ იურისტები, მშენებლობაზე დასაქმებულები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ.
„დღეს, 29 აგვისტოს, ველოდებით დამსაქმებლისგან მომზადებული ხელშეკრულებების განახლებულ ვარიანტს, – ამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – თუ პროფკავშირების წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შენიშვნები ექნებათ, ითანამშრომლებენ. ვფიქრობ, შრომითი დავა ორ დღეში დასრულდება.“
მედიატორი მედიაციის პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია და გვიამბობს, რომ მუშების შრომითი პირობები თანდათან უმჯობესდება, – უკვე მოწესრიგდა სველი წერტილები.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავას ინფორმაციით, გასულ კვირაში გვირაბის მშენებლობა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების შრომის ინსპექტორებმა მოინახულეს. მათგან მომზადებული რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული სამომავლო შრომითი დავები.
ილია ლეჟავა იმედოვნებს, რომ პირველ სექტემბერს შრომითი დავა დასრულდება და დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა, რაზეც დამსაქმებელისგან ზეპირი შეთანხმება არსებობს, ხელშეკრულებაში აისახება.
დასაქმებულთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მინდია ოკრიბელაშვილი მედიაციის მიმდინარეობით კმაყოფილია.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: აქციის მონაწილეები რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელთან შეხვედრაზე
ამავე თემაზე:
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,