

განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცვლილებები შევიდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში.
„კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს — სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.
ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება.
განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროსგან გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო