ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და კონკურსის პირობების თანახმად, ხევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 74 წიგნი გადასცა.

ხევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემისას სანდრომ მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მისი თქმით, მოსწავლეები, რომლებიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად იაქტიურებენ და აითვისებენ მიტანილ ლიტერატურას,  სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით დასაჩუქრდებიან.

„საგრანტო კონკურსში მონაწილეობისას ჩემი მთავარი მოტივაცია მარიო ბენედეტის სიტყვები იყო – ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ ხალხს გამოადგეს და არა – პირიქით.

დღეს, როდესაც უკვე ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვარ, ვგრძნობ გარკვეულ პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე, რომელიც სწორედ ახლა იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას და სიახლეების შემეცნებას.

მადლობა უფალს, თუ ოდნავ მაინც შემიძლია ადამიანებს დავეხმარო“.

სანდრო მონაწილეობდა კონკურსში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ გერმანული ორგანიზაციის – „პური მშვიდობისათვის“ მხარდაჭერით გამოაცხადა.

შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სანდრო ტაბატაძეს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ტაბატაძე – მომავლის მწერალი ხარაგაულიდან

სანდრო ტაბატაძე „ერასმუსის“ სამგზის გამარჯვებულია