
ფაშიზმზე გამარჯვებიდან და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 76 წელი გავიდა.
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს ხარაგაულიდან ხუთი ვეტერანი აღნიშნავს – ვერა არევაძე (ვახანი), იური ბუაჩიძე (ფარცხნალი), გრიგოლ გელაშვილი (ნადაბური), პეტრე ჩიკვაიძე (საბე), დიმიტრი (მიტუშა) ხეცაძე (კიცხი).
ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსის რეგულაციების გათვალისწინებით, ხარაგაულში 9 მაისისადმი მიძღვნილი მასობრივი ღონისძიება არ გაიმართება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. თითოეული ვეტერანი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარს მიიღებს.
1941-45 წლებში ხარაგაულიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 ჯარისკაცი იბრძოდა. მათგან 2 704 მებრძოლი შინ ვეღარ დაბრუნდა.
მეორე მსოფლიო ომში განსაკუთრებული გმირობისთვის მაშინდელი უმაღლესი ჯილდო – საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ხუთ ხარაგაულელს: დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავასა და შოთა გამცემლიძეს.
1945 წლის 25 ივნისს მოსკოვში გამართულ აღლუმში მონაწილეობდნენ ხარაგაულელები: დავით გელაშვილი, სევასტი შარიქაძე, გიორგი სახვაძე, გიორგი და ზაქარია სულაქველიძეები და მიხეილ სებისკვერაძე.
გთავაზობთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ფრონტულ თავგადასავლებს „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან:
ხარაგაულელი გმირი ალექსანდრე ფერაძე – იზიუმის ოლქის საპატიო მოქალაქე
შაქრო მაღლაფერიძე – ასმეთაურს ოჯახში ჩემი დაღუპვის ცნობა გამოუგზავნია (ვიდეო)
ვერა მასკოვცევა-არევაძე – ცხოვრებაში მშვიდობაა მთავარი (ვიდეო)
„გადავრჩი და ცხოვრება წვალებით გავაგრძელე“ – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მიტუშა ხეცაძე
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა