გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 111 ბენზინგასამართი სადგურიდან ბენზინის 34 და დიზელის 77 სინჯი აიღეს.

მათივე ინფორმაციით, დარღვევა 14 ნიმუშში – დიზელის 12 და ბენზინის 2 სინჯში გამოვლინდა.

„ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1 მლნ 400 000 ლარია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო