ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული საბავშვო თეატრი გიწვევთ სპექტაკლის – „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ პრემიერაზე.

სპექტაკლი 20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო კიკნაძე, თამარ ებანოიძე, ანი შავიძე, გიორგი თაბუკაშვილი, გიორგი მღებრიშვილი, დემეტრე მღებრიშვილი, გაბრიელ შარიქაძე, მერაბ ჩიჩილიძე, ნინო მაჭავარიანი, ლალი ხომასურიძე, ქეთევან ლაცაბიძე, ნატალი მანჯავიძე, მაქსიმე მანჯავიძე, ბარბარე ბოჭორიშვილი, დავით ჭყოიძე.

სპექტაკლის რეჟისორია რეჟისორი ირინე ჩხეიძე; მუსიკალური გაფორმება – დარეჯან გვაძაბია; ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე, გრიმი – ლიკა თაბუკაშვილი, ქორეოგრაფი ხატია მეიფარიანი.

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.