

ახალგაზრდული ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში 24 აპრილის კვირაში დაგეგმილია:
24 აპრილი
13:00 სთ – საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში პროექტი „წარმატების გასაღები“ (ღონისძიებები გაიმართება კიცხის, მარელისის, ვახანის, ვერტყვიჭალის და ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკებში);
19:00 სთ – ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით). წამყვანის წინააღმდეგ საღანძილის გუნდი იასპარეზებს;
25 აპრილი
13:00 სთ – ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ღორეშის სასოფლო ბიბლიოთეკაში – ნოდარ დუმბაძე-95, „სიყვარულის და იუმორის ენა“.
26 აპრილი
13:00 სთ – ფოტომოყვარულ ვატო მაღრაძის პერსონალური ფოტოგამოფენა მუზეუმის ეზოში (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით);
დღის ბოლოს დასრულდება მოსწავლეთა სახლის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსისთვის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფოტოების მიწოდება. ეს საკონკურსო ფოტოები 27 აპრილს მოსწავლეთა სახლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება. გამოვლინდება ორი გამარჯვებული – ერთი ფოტო- ფეისბუქ მოწონებების რაოდენობის მიხედვით, მეორე ფოტო- ჟიურის რჩეული.
27 აპრილი
14:00 სთ – ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში – თეთრაწყაროს სასოფლო განყოფილებაში გაიმართება ოთარ ჭილაძის 90 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო;
15:00 სთ – საბავშვო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ნოდარ დუმბაძე -95 „სამშობლო ტაძარია სალოცავი“.
28 აპრილი
11:00 სთ – ველო- ტური (კულტურის სამსახურის ორგანიზებით);
15:00 სთ – პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გაიმართება ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში (ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით).
ამ ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ხარაგაულში უკვე გაიმართა:
ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილიდან კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით მიმდინარეობს.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,