

დღეს, 11 აპრილს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების უფროსკლასელები ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძეს შეხვდნენ.
შეხვედრა ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ღონისძიების „წარმატების გასაღები“ფარგლებში გაიმართა.
ირინე ჩხეიძემ ახალგაზრდებს თავისი ბიოგრაფია გააცნო, ისაუბრა იმ სპექტაკლებზე, რომლებმაც არაერთ თეატრალურ ფესტივალში წარმატება მოიპოვა; გაიხსენა მის მიერ შესრულებული როლები თეატრსა და კინოში.
ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ, თუ რაშია ირინე ჩხეიძესთვის წარმატების გასაღები, რატომ აირჩია მსახიობობა, როგორია სამომავლო გეგმები… ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ დიდი შრომითაა შესაძლებელი.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ირინე ჩხეიძესთან დაკავშირებული მხიარული ისტორიები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დიდი ბედნიერებაა ხარაგაულისთვის, რომ აქ ცხოვრობს და საქმიანობს ისეთი შრომისმოყვარე, თავისი საქმის უბადლო მცოდნე და საუკეთესო ადამიანი, როგორიც ირინე ჩხეიძეა.
ამ შეხვედრის შესახებ ვრცელ მასალას ვამზადებთ და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს, ის 5 აპრილს დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.
ამავე თემაზე
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,