

დღეს, 20 აპრილს, ხარაგაულში ინტელექტუალური კონკურსის, „რჩეული“ ნახევარფინალი გაიმართა.
ეს კონკურსი ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ერთ-ერთი ღონისძიებაა და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლის VIII-XI კლასების მოსწავლეები ჩაერთვნენ.
„რჩეულის“ შესარჩევ ტურში გამოვლენილი 26 მოსწავლიდან ნახევარფინალში 24 მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 9 მოსწავლე გადავიდა.
მოსწავლეებს 25 შეკითხვაზე უნდა ეპასუხათ. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ფინალისტი გახდებოდა ის მოსწავლე, რომელმაც ტესტებზე მუშაობა უფრო მალე დაასრულა.
„რჩეულის“ ფინალისტები არიან:
ლიზი დევდარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა);
ნინო ცუცქირიძე (მოლითი);
დემური ბერაძე (ხიდარი);
ბაჩუკი ღონღაძე (ვარძია);
თამთა პავლაძე (ბორი);
ლუკა მოდებაძე (ლაშე);
ელენე გორგაძე (ბორითი);
ლუკა თაბუკაშვილი (ბაზალეთი);
გიორგი სახვაძე (უბისა).
„რჩეულის“ ფინალი 3 მაისს 15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება და ხარაგაულის „რჩეული მოსწავლე“ გამოვლინდება.
ახალგაზრდული ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში უკვე გაიმართა:
ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით მიმდინარეობს.
ფოტოზე: „რჩეულის“ ფინალისტები
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.