

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან მოპოვებული ინფორმაციით, წყალაფორეთში ახალი სკოლის მშენებლობას, სავარაუდოდ, ორი წელი დასჭირდება.
2020 წელს ამ სკოლის შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ხორციელდებოდა. თუმცა, რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ წყალაფორეთის სკოლის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.
„მშენებლობის დაწყება დაგვიანდა, რადგან, ნიადაგის არამდგრადობის გამო, რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო. საპროექტო-სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციისა და მშენებლობისათვის ტენდერი 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება,“ – გვითხრეს სააგენტოში.
წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები 2020-21 სასწავლო წელს ვარძიის სკოლაში, ხოლო გასულ სასწავლო წელს, თეთრაწყაროს სკოლის შენობაში სწავლობდნენ.
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს