

„წყალაფორეთში სკოლის არსებული შენობა დასანგრევია, – ასეთი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ გააკეთა, – ამბობს ამ სკოლის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო-საწარმო გაერთიანება იმერეთის“ დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე, – დასკვნა მუნიციპალური განვითარების ფონდშია გადაგზავნილი, უახლოეს დღეებში ფონდის ტექნიკური ჯგუფი გადაწყეტილებას მიიღებს. სავარაუდოდ, წყალაფორეთში ახალი სკოლა აშენდება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის, ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
წყალაფორეთის სკოლის პროექტში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა, ამის გამო მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა არსებული შენობის დანგრევა და ახლის აშენება მოითხოვა.
თამთა გოგოლაძე
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის