

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი მარელისის, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
სკოლების რეაბილიტაციას ზესტაფონში რეგისტრირებული სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ 6 105 500 ლარად გეგმავს. ტენდერი 6 742 045 ლარზე იყო გამოცხადებული.
ამჟამად სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებელმა ორგანიზაციამ მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 10 თვეში, ხოლო წყალაფორეთის სკოლის – 8 თვეში უნდა დაასრულოს.
ხარაგაულში სამი სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ფოტოზე: მარელისის საჯარო სკოლა
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის