

ხარაგაულში, სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სწავლების დისტანციური რეჟიმიდან საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.
ისინი მეორე წელია მეზობელი სოფლის, ვარძიის საჯარო სკოლის კორპუსში, მეორე ცვლაში სწავლობენ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, წყალაფორეთის სკოლა სწავლას სოფელ თეთრაწყაროში არსებული სკოლის შენობაში გააგრძელებს.
წყალაფორეთში არსებული სკოლის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ეს შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
ამას ადასტურებს სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ წყალაფორეთში სკოლის არსებული შენობა დასანგრევია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება წყალაფორეთში ახალი სკოლის მშენებლობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ოთხშაბათს, 11 ნოემბერს,
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.