

საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს.
ამ პროგრამაში გამარჯვებული შვიდი პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება გასულ კვირაში დამთავრდა. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე ამბობს, რომ ეს დოკუმენტაცია პროექტების ავტორებთან ერთად განიხილეს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ამ პროექტების შემსრულებელი მშენებელი ორგანიზაციების გამოსავლენად ტენდერი გამოცხადდება.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით“ ხარაგაულში იგეგმება –
ამ პროექტების ავტორები არიან – გივი კურტანიძე, კობა სხილაძე, ზურაბ თაბუკაშვილი, დეა ბერაძე, დიმიტრი ჩიკვაიძე, ზაზა გლუნჩაძე, გულნარა დევდარიანი.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით“ შერჩეული ამ პროექტების განსახორციელებლად ხარაგაულის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
ამავე თემაზე
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა იწყება
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების დასკვნითი ეტაპისთვის 16 საპროექტო წინადადება შეირჩა
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტის კონკურსში შვიდმა პროექტმა გაიმარჯვა
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით პროექტების განხორციელება აპრილიდან დაიწყება
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს